logo
ENG



კომპანია „ბორჯომის" გაფიცულმა თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს

20 მაი 202114:55
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებთან ცოტა ხნის წინ დეპუტატის წარმომადგენელი მივიდა და კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა შესთავაზა. თუმცა ანტონ ობოლაშვილის  წარმომადგენელმა გაფიცულებს წაუყენა პირობა, რომ შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენლის გარეშე დაესწრონ,რაზეც  პროტესტის მონაწილეები არ დათანხმდნენ,ისინი ამ წუთებში მსვლელობით მიემართებიან ბორჯომის კიდევ ერთ საწარმოსთან და იქ გამართავენ აქციას. მათ სხვადასხვა პროფკავშირის წევრები და ადგილობრივები შეუერთდნენ. 


close დახურვა